პროექტის სახელწოდება
- დავიცვათ გარემო ნარჩენებისაგან!
პროექტის მთავარი
თემა - მოსწავლეებს განუვითარდეთ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი
.
პროექტის მიზანი
- გააცნობიერონ ადამიანის საქმიანობის გავლენა საარსებო გარემოზე.
-იგრძნონ საკუთარი
პასუხისმგებლობა თავიანთი საარსებო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.
მოსწავლის ასაკი
- 7-8 წ.
ვადების ხანგრძლივობა-
1 თვე.
მოსალოდნელი შედეგი
- სუფთა და დანაგვიანებული გარემოს გარჩევა; სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება ჯანმრთელობისათვის.
პროექტის საჭირო
ძირითადი რესურსები - დიდი ზომის ფორმატი, ფლომასტერი, რეზინის ხელთათმანები, ტომრები,
ცოცხი, ნიჩაბი, წყლის ჭურჭელი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა-1 კროექტის
თემის გაცნობა. კლასის დაყოფა ჯგუფებად, მათ შორის ფუნქციების განაწილება, შეფასების
სქემის გაცნობა.
აქტივობა - 2 პირველმა
ჯგუფმა ყურადღება მიაქციოს საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ ნაგავსაყრელებს.
მეორე ჯგუფმა მოიძიოს
ინფორმაცია ინტერნეტში ნაგავსაყრელების თაობაზე.
აქტივობა - 3 საუბარი
პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების თაობაზე.
აქტივობა - 4 ასუფთავებენ
სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. მუშაობის დაწყებამდე ვუღებთ სურათებს დანაგვიანებულ ადგილებს, შემდეგ
ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
ყურადღებას ვაქცევ
ბავშვების მუშაობას, უსაფრთხოებას.
აქტივობა - 5 გარემოს
დასუფთავების შემდეგ გადავუღებთ ფოტოებს დასუფთავებულ ტერიტორიას .
აქტივობა - 6. გააკეთებენ
სტენდს , რომელზეც გამოფენენ გადაღებულ სურათებს.
პროექტის შეფასება
.
შეფასების
კრიტერიუმი
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
მუშაობა
ჯგუფებში
|
კარგად თანამშრომლობს
ჯგუფის ყველა წევრთან. არის
აქტიური
|
თანამშრომლობა უჭირს ჯგუფის წევრებთან,
მსჯელობს მაგრამ დამაჯერებლობა აკლია.
|
არ მონაწილეობს
ჯგუფურ მუშაობაში.
|
პრეზენტაცია
|
ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, მოჰყავს არგუმენტები.
|
უჭირს
თანამშრომლობა
|
ვერ ამყარებს
კავშირს აუდიტორიასთან.
|
საგნებთან, საგნობრივ
ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ქართული ენა და
ლიტერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნარგიზა საბაშვილი
ხელმძღვანელის ელ.
ფოსტა:
nargizasabashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment