გაკვეთილის
მთავარი თემა
|
ე. ბართაიას ‘’ტყე და წყარო შველის ‘’
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა/ნარგიზა საბაშვილი
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
პირველი საფეხური / მეორე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მქონე არ არის .
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა/
|
|
გაკვეთილის მიზანი
|
-პოეტური ტექსტის აღქმა.
-გამომეტყველებით კითხვაში ვარჯიში
=ტყის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღება და გააზრება.
-აზროვნებისა და მეტყველების განვითარება
-ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
=კითხვისა და წერის მარტივი სტრატეგიების დაუფლება.
= ლიტერატურული
ნაწარმოების როლის გაცნობიერება გარემოსადმი
სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
|
წინარე ცოდნა
|
|
შეფასება და კრიტერიუმები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების ცხრილის მიხედვით. ვაფასებ ჩართულობას, პრეზენტაციის უნარს,
მონდომებას და ძალისხმევას.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა
|
წიგნი, დაფა, ცარცი, კომპიუტერულ - ელექტრონული პრეზენტაცია.=
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება - 5 წთ.
პოზიტიური განწყობის შექმნა , გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
გ ა მ ო წ ვ ე ვ ა - 8 წთ.
მოსწავლეებს ესაუბრება ტყისა და ზოგადად ბუნების დაცვასა თუ გაფრთხილებაზე.
-მასწავლებელი დაფაზე ხატავს წრეს, რომელშიც წერს გაკვეთილის თემას ‘’ტყე’’
ხოლო მის გვერდითწრეებში სიტყვებს ადამიანი, ცხოველები.
კითხვებით მიმართავს კლასს;
-როგორ გგონიათ, არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
-რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანებისათვის? ცხოველებისათვის?
-როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ადამიანებმა ტყეები სულ რომ გაჩეხონ?
შინაარსის რეალიზება- 25 წთ.
მასწავლებელი კითხულობს ლექსს გამომეტყველებით, შემდეგ - მოსწავლეები.
ნაწილ-ნაწილ კითხვის პროცესში აანალიზებენ ახალ სიტყვა-გამოთქმებს,
გამოკრებითი კითხვისათვის მასწავლებელი სვამს კითხვებს და მოსწავლეებს
ავალებს მოძებნონ და წაიკითხონ სათანადო ადგილები ტექსტში.
-რას ტირის ვერხვი?
-რატომ უნდა დავრგოთ ხე?
-რა შველის ხოხობსა და შველს?
მოსწავლეები კითხულობენ ლექსს ინდივიდუალურად, გუნდურად, ყურადღება მახვილდება გამომეტყველებით კითხვის მხარეებზე.
მასწავლებელი სვამს უფრო მაღალი დონის კითხვებს.
-როგორ უნდა მოვუაროთ ტყეს?
რა აყენებს ტყეს ყველაზე დიდ ზიანს?
რა კავშირშია ტყე წყაროსთან?
მასწავლებელი კლასს ყოფს
2 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აძლევს სხვადასხვა შინაარსის სურათებს და სთხოვს გადმოსცენ სურათების მიხედვით თავიანთი მოსაზრებები.
1 ჯგუფი-სურათი მოშრიალე ტყით, მხიარული ჩიტებით და ცხოველებით,
მოჩუხჩუხე წყაროებით.
II- ჯგუფი სურათი გაჩეხილი, ხანძრისაგან განადგურებული ტყე, დამშრალი
წყაროებით.
პრეზენტაციის დროს მოისმენს ჯგუფების
წარმომადგენლების აზრს და ბავშვები დამოუკიდებლად მიჰყავს დასკვნამდე,
რომ ტყეს და ზოგადად ბუნებას დაცვა, გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.
-შემდეგ მოსწავლეებს მოასმენინებს ხალხურ სიმღერას ‘’ ტყე შეუნახე შვილებსა ‘’
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა -5 წთ.
მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს და გამოხატავენ თავიანთ
პოზიციას, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ და არიან თუ არა კმაყოფილნი გაკვეთილით.
-საშინაო დავალება - 2 წთ.
ლექსი ‘’ტყე და წყარო შველის’’ კითხვით;
წერითი დავალება - გააგრძელონ ლექსი საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.
|
შეფასების სქემა
შეფასების კრიტერიუმები
|
საუკეთესო
|
კარგი
|
საშუალო
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფი მუშაობს მიზანმიმართულად, მეგობრულად,
ითვალისწინებენ ერთმანეთის
აზრს.
|
ჯგუფი მუშაობს, მაგრამ ზოგჯერ
არ ითვალისწინებს
მეგობრის აზრს.
|
დავალების შესრულების დროს არ არის
მიზანმიმართული
|
ჯგუფის პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია ზედმიწევნითაა ორგანიზებული, მსჯელობს თავისუფლად.
|
საუბარი გასაგებია,
დავალება ორგანიზებულია.
|
პრეზენტაცია ბუნდოვანია,
ზედაპირულია.
|
ელექტრონული პრეზენტაცია
ტყე from nargizasabashvili
No comments:
Post a Comment