Friday, December 20, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება - დავიცვათ გარემო ნარჩენებისაგან!

პროექტის მთავარი თემა - მოსწავლეებს განუვითარდეთ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი .

პროექტის მიზანი - გააცნობიერონ ადამიანის საქმიანობის გავლენა საარსებო გარემოზე.

-იგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავიანთი საარსებო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

მოსწავლის ასაკი - 7-8 წ.

ვადების ხანგრძლივობა- 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგი - სუფთა და დანაგვიანებული გარემოს გარჩევა; სუფთა გარემოს აუცილებლობის გაცნობიერება    ჯანმრთელობისათვის.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები - დიდი ზომის ფორმატი, ფლომასტერი, რეზინის ხელთათმანები, ტომრები, ცოცხი, ნიჩაბი, წყლის ჭურჭელი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა-1 კროექტის თემის გაცნობა. კლასის დაყოფა ჯგუფებად, მათ შორის ფუნქციების განაწილება, შეფასების სქემის  გაცნობა.

აქტივობა - 2 პირველმა ჯგუფმა ყურადღება მიაქციოს საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ ნაგავსაყრელებს.

მეორე ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია  ინტერნეტში ნაგავსაყრელების თაობაზე.

აქტივობა - 3 საუბარი პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების თაობაზე.

აქტივობა - 4 ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. მუშაობის დაწყებამდე  ვუღებთ სურათებს დანაგვიანებულ ადგილებს, შემდეგ ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
ყურადღებას ვაქცევ ბავშვების მუშაობას, უსაფრთხოებას.

აქტივობა - 5 გარემოს დასუფთავების შემდეგ გადავუღებთ ფოტოებს დასუფთავებულ ტერიტორიას .

აქტივობა - 6. გააკეთებენ სტენდს , რომელზეც გამოფენენ გადაღებულ სურათებს.

პროექტის შეფასება .

შეფასების
კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
მუშაობა
ჯგუფებში
კარგად თანამშრომლობს
ჯგუფის ყველა წევრთან. არის
აქტიური
თანამშრომლობა უჭირს ჯგუფის წევრებთან,
მსჯელობს მაგრამ დამაჯერებლობა აკლია.
არ მონაწილეობს
ჯგუფურ მუშაობაში.


პრეზენტაცია

ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, მოჰყავს არგუმენტები.
უჭირს
თანამშრომლობა
ვერ ამყარებს
კავშირს  აუდიტორიასთან.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ქართული ენა და
ლიტერატურა.

პროექტის ხელმძღვანელი: ნარგიზა საბაშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nargizasabashvili@gmail.com



Tuesday, December 17, 2013

გაკვეთილის გეგმა, შეფასების სქემა და ელექტრონული პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ე. ბართაიას ‘’ტყე და წყარო შველის ‘’
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა/ნარგიზა საბაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
პირველი საფეხური / მეორე  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მქონე არ არის .
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა/
  • განუვითარო ჯგუფური მუშაობის უნარ -ჩვევები.
  • ბუნებისადმი სიყვარული .
გაკვეთილის მიზანი
-პოეტური ტექსტის აღქმა.
-გამომეტყველებით კითხვაში ვარჯიში
=ტყის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღება და გააზრება.
-აზროვნებისა და მეტყველების განვითარება
-ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
=კითხვისა და წერის მარტივი სტრატეგიების დაუფლება.
= ლიტერატურული ნაწარმოების როლის გაცნობიერება  გარემოსადმი სწორი  დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
წინარე ცოდნა
  • იციან, რომ ტყე ფრინველთა და ცხოველთა -თავშესაფარია.
შეფასება და კრიტერიუმები
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების ცხრილის  მიხედვით. ვაფასებ ჩართულობას, პრეზენტაციის უნარს, მონდომებას და ძალისხმევას.
გამოყენებული სასწავლო მასალა
წიგნი, დაფა, ცარცი, კომპიუტერულ - ელექტრონული პრეზენტაცია.=
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
კლასის ორგანიზება - 5 წთ.
პოზიტიური განწყობის შექმნა , გაკვეთილის შეფასების  კრიტერიუმების გაცნობა.
გ ა მ ო წ ვ ე ვ ა - 8 წთ.

მოსწავლეებს ესაუბრება ტყისა და ზოგადად ბუნების დაცვასა თუ გაფრთხილებაზე.
-მასწავლებელი დაფაზე ხატავს წრეს, რომელშიც წერს გაკვეთილის თემას ‘’ტყე’’ ხოლო მის გვერდითწრეებში სიტყვებს ადამიანი, ცხოველები.
კითხვებით მიმართავს კლასს;
-როგორ გგონიათ, არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
-რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანებისათვის? ცხოველებისათვის?
-როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ადამიანებმა ტყეები სულ რომ გაჩეხონ?
შინაარსის  რეალიზება- 25 წთ.
მასწავლებელი კითხულობს ლექსს გამომეტყველებით, შემდეგ - მოსწავლეები.
ნაწილ-ნაწილ კითხვის პროცესში აანალიზებენ ახალ სიტყვა-გამოთქმებს,
გამოკრებითი კითხვისათვის მასწავლებელი სვამს კითხვებს და მოსწავლეებს ავალებს მოძებნონ და წაიკითხონ სათანადო ადგილები   ტექსტში.
-რას ტირის ვერხვი?
-რატომ უნდა დავრგოთ ხე?
-რა შველის ხოხობსა და შველს?
მოსწავლეები კითხულობენ ლექსს ინდივიდუალურად, გუნდურად, ყურადღება       მახვილდება გამომეტყველებით კითხვის მხარეებზე. მასწავლებელი სვამს უფრო მაღალი დონის კითხვებს.
-როგორ უნდა მოვუაროთ ტყეს?
რა აყენებს ტყეს ყველაზე დიდ ზიანს?
რა კავშირშია ტყე წყაროსთან?

მასწავლებელი კლასს      ყოფს 2 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აძლევს სხვადასხვა შინაარსის სურათებს და სთხოვს გადმოსცენ სურათების მიხედვით თავიანთი მოსაზრებები.
1 ჯგუფი-სურათი მოშრიალე ტყით, მხიარული  ჩიტებით და ცხოველებით,
მოჩუხჩუხე წყაროებით.
II- ჯგუფი სურათი გაჩეხილი, ხანძრისაგან განადგურებული ტყე, დამშრალი წყაროებით.
პრეზენტაციის დროს მოისმენს ჯგუფების
წარმომადგენლების აზრს და ბავშვები დამოუკიდებლად მიჰყავს დასკვნამდე, რომ ტყეს და ზოგადად ბუნებას დაცვა, გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.
-შემდეგ მოსწავლეებს მოასმენინებს ხალხურ სიმღერას ‘’ ტყე შეუნახე შვილებსა ‘’
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა -5 წთ.
მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რა მოეწონათ ან არ მოეწონათ და არიან თუ არა კმაყოფილნი გაკვეთილით.
-საშინაო დავალება - 2 წთ.
ლექსი ‘’ტყე და წყარო შველის’’ კითხვით;
წერითი დავალება - გააგრძელონ ლექსი საკუთარი ფანტაზიის მიხედვით.    

შეფასების სქემა

შეფასების კრიტერიუმები
საუკეთესო
კარგი
საშუალო

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფი მუშაობს მიზანმიმართულად, მეგობრულად,
ითვალისწინებენ ერთმანეთის
აზრს.
ჯგუფი მუშაობს, მაგრამ  ზოგჯერ არ  ითვალისწინებს
მეგობრის  აზრს.
დავალების შესრულების დროს არ არის
მიზანმიმართული

ჯგუფის პრეზენტაცია
პრეზენტაცია ზედმიწევნითაა ორგანიზებული, მსჯელობს თავისუფლად.
საუბარი გასაგებია,
დავალება ორგანიზებულია.
პრეზენტაცია ბუნდოვანია,
ზედაპირულია.


ელექტრონული პრეზენტაცია